|
ადგილი გუნდი ქულა
1 ზესტაფონი 31
2 დინამო (თბ) 30
3 ვიტ ჯორჯია 25
4 ამერი 21
5 ბორჯომი 21
6 ოლიმპი 20
7 მესხეთი 17
8 მგლები 15
9 სიონი 11
10 ლოკომოტივი 9
11 სპარტაკი 9
12 მერანი 6
13 დილა 6
14 დინამო (ბთ) 1
|
მთავარი » Entries archive
 უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველ ტურში, სიმფეროპოლის “ტავრია”, რომლის ღირსებასაც ვასილ გიგიაძე იცავს, საკუთარ მოედანზე დნეპროპეტროვსკის “დნეპრს” დაუზავდა, რომელშიც ჯაბა კანკავა და ალექსანდრე კობახიძე გამოდიან.
|
 თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” უეფას თასის საწყის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში, სლოვაკურ “სპარტაკთან” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ყაიმს დასჯერდა, თუმცა, საპასუხო მატჩის წინ მაინც უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.
|
 უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” უნგრეთში “გიორ ეტოსთან” ფრედ 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პირველი ნაბიჯი გადადგა.
|
 საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დავით მუჯირი კარიერას მოსკოვის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. დღეს, მან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
|
 რუსთავის “ოლიმპის” უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა, ყირგიზეთის “დორდოი-დინამოსთან” მოგებულ მატჩს “ფიზიკურად და ემოციურად დატვირთულ შეხვედრაში მძიმე გამარჯვება” უწოდა. როგორც “თანამეგობრობის თასის” ოფიციალური საიტი იტყობინება, ყირგიზებთან მატჩის შემდეგ, პისკოვეცმა “ოლიმპის” ფეხბურთელთა ხასიათის სიმტკიცეს გაუსვა ხაზი.
|
 2007-08 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების მიზნით, დღეს, ბოლნისში ადგილობრივ “სიონსა” და “ზესტაფონს” შორის ამხანაგური მატჩი შედგა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
|
 საქართველოს ნაკრების მცველი ზურაბ ხიზანიშვილი, ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში, “მიდლსბროსთან” 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, გუნდის განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ მოედანზე ერთი წუთითაც არ გამოჩენილა.
|
 საფეხბურთო კლუბი “ვიტ ჯორჯია”, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას განაგრძობს. კლუბის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის ცნობით, ნესტორ მუმლაძის შეგირდები, 3-დან 18 თებერვლამდე, შეკრებას თურქეთის საკურორტო ქალაქ ქემერში გაივლიან.
|
 თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ”, ამხანაგური მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბ ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
| | |