1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » მუჯირი ლოკომოტივში
    მუჯირი ლოკომოტივში
    5:27 AM

     საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დავით მუჯირი კარიერას მოსკოვის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. დღეს, მან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
    ამის შესახებ, “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
    რუსეთის ჩემპიონატის განახლებამდე, ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი მუჯირმა სამარის “კრილია სოვეტოვთან” ერთად დაიწყო და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებულ შეკრებაზე, იგი გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს.
    მუჯირი “კრილია სოვეტოვს” ესპანეთში შეკრებაზეც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საბოლოოდ ამაზე უარი თქვა და კარიერის გაგრძელება “ლოკომოტივში” არჩია.
    მუჯირი მოსკოველებს, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან, დღეს შეუერთდება.
    “ლოკომოტივში” თამაშობს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მალხაზ ასათიანიც.
    კარიერის განმავლობაში, 30 წლის ქართველი ფეხბურთელი “კრილია სოვეტოვის” გარდა, თბილისის “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, ასევე მოლდოვის “შერიფსა” და ავსტრიის “შტურმში” ასპარეზობდა.
    თბილისი “დინამოში” მან 1994-1999 წლებში 59 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.
    “ლოკომოტივში”, სადაც 1999 წლის სეზონის მეორე ნახევარში გამოდიოდა, 11 შეხვედრა ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
    1999-2001 წლებში მუჯირმა “შერიფის” რიგებში ჩატარებულ 61 მატჩში თავი 29-ჯერ გამოიჩინა.
    2001-2006 წლებში, მან “შტურმის” მაისური 92-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.
    2006-2007 წლებში იგი “კრილია სოვეტოვში” ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაში 49 თამაში ჩაატარა და 14 ბურთი გაიტანა.
    მუჯირი 1997-1998 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
    1997 წელს, ის საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
    1998 წელს საქართველოს თასის ფინალისტი იყო.
    2000-2001 წლებში მოლდოვის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ერთი წლით ადრე მოლდოვის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
    2001 წელს, მუჯირი მოლდოვის თასს დაეუფლა.
    2001-2002 წლების სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
    2002 წელს ავსტრიის თასის ფინალისტი იყო.

    ნახვა: 2448 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 1
    2008-02-22
    1. merabi (meraba)
    kai fexburtelia magram nakrebshi ufro unda moindomos da daixarjos........... cool

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito