1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » პისკოვეცის შეფასება
    პისკოვეცის შეფასება
    11:59 PM

    რუსთავის “ოლიმპის” უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა, ყირგიზეთის “დორდოი-დინამოსთან” მოგებულ მატჩს “ფიზიკურად და ემოციურად დატვირთულ შეხვედრაში მძიმე გამარჯვება” უწოდა.
    როგორც “თანამეგობრობის თასის” ოფიციალური საიტი იტყობინება, ყირგიზებთან მატჩის შემდეგ, პისკოვეცმა “ოლიმპის” ფეხბურთელთა ხასიათის სიმტკიცეს გაუსვა ხაზი.
    “ჩვენ ძალიან მძიმე მატჩი ჩავატარეთ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ – ორი ბურთით ვიგებდით, ორჯერ დავარღვიეთ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში, რისთვისაც თერთმეტმეტრიანებით დავისაჯეთ. გარდა ამისა, შესვენების შემდეგ სწრაფი გოლი გავუშვით. ვცდილობდი, ბიჭები დამეწყნარებინა, მაგრამ ისინი მთელი ემოციით თამაშობდნენ. შეცვლების განხორციელება მომიხდა და გამოვიცანი – კვარაცხელიამ ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა გოლი, რომელიც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს მძიმე გამარჯვება იყო და ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი მტკიცე ხასიათის გამოვლენისთვის. თუ შევადარებთ აზიურ და ევროპულ ფეხბურთს, უნდა ვთქვათ, რომ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია”, _ აღნიშნა “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა.
    მარცხის მიუხედავად, საკუთარი გუნდის პროგრესზე გააკეთა აქცენტი “დორდოი-დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ბორის პოდკორიტოვმა.
    “დღეს გუშინდელზე უკეთ ვითამაშეთ, პროგრესი აშკარაა, თუმცა, როდესაც დაახლოებით ორი ერთნაირი დონის გუნდი თამაშობს, შედეგი დაშვებული შეცდომების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ვერ გავიტანეთ თერთმეტმეტრიანი, მეკარე და მცველები ერთმანეთს ვერ უგებდნენ, მოედანსაც ჯერ კიდევ ვერ შევეგუეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარისხის მინდორზე ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. “ოლიმპს” გამარჯვებას ვულოცავ, ქართველებმა უკვე გაინაღდეს მეოთხედფინალში გასვლა. ეს ტურნირი ჩვენ ყირგიზეთის ჩემპიონატისთვის და აზიის საკლუბო თასისთვის უკეთ მოსამზადებლად გამოგვადგება”, _ თქვა პოდკორიტოვმა.
    ზემოაღნიშნული შეხვედრის მე-5 წუთზე “დორდოი-დინამომ” თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც 27-ე და 45-ე წუთებზე რუსთაველთა ლეგიონერმა კოვალევსკიმ ორი გოლი გაიტანა და პირველი ნახევარი “ოლიმპმა” 2:0 მოიგო. მეორე ტაიმის პირველ წუთზე ყირგიზებმა სხვაობა შეამცირეს, 52-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. “ოლიმპისთვის” გამარჯვების მომტანი გოლი მე-80 წუთზე გაიტანა კვარაცხელიამ, რომელმაც 77-ე წუთზე კახელიშვილი შეცვალა.
    “ოლიმპმა” “დორდოი-დინამოსთან” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მერლანი, მახვილაძე, ორბელაძე, სილაგაძე, ხუბუა, კახელიშვილი (კვარაცხელია 77), სტეპანიშვილი (მეტრეველი 66), კოვალევსკი (ფარულავა 87), ომელიანოვი, პატულა, ჯოჯუა.
    ჯგუფის ბოლო მატჩში რუსთავის “ოლიმპი” 22 იანვარს ეთამაშება ლატვიის “ვენტსპილსს”, რომელმაც 2 თამაშიდან 2 მოგებით, ქართული კლუბის მსგავსად, ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდა. მატჩი თბილისის დროით 14.00 საათზე დაიწყება.

    ნახვა: 2357 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 1
    2012-03-28
    1. Elias
    You've relaly helped me understand the issues. Thanks.

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito