1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » ლეგიონერები
    ლეგიონერები
    1:35 AM
    თურქეთის კურორტ ბელეკში შეკრებაზე მყოფი “რუბინი” შვეიცარიულ “სენტ გალენს” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა, ყაზანელთა ქართველმა მცველმა კი შეუცვლელად იასპარეზა. რუსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “რუბინი” დიუდინისა და გიცელოვის გოლების წყალობით ორჯერ იგებდა, მაგრამ შვეიცარიელებმა წონასწორობა ორჯერვე აღადგინეს. ყაზანელთა მწვრთნელმა ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა, თუმცა სალუქვაძის მინდორზე დატოვება ბოლო წუთამდე არჩია. “რუბინი” თურქეთიდან რუსეთისკენ გეზს 20 იანვარს აიღებს.
     
    თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ვლადიმერ ბურდულის “ზარიამ” ორი საკონტროლო მატჩი გამართა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლუგანსკელებმა ყაზახურ “ყაზახმისს” 2:0 სძლიეს, შემდეგ კი გერმანულ “ენერგისთან” 0:8 განადგურდნენ. პირველ შეხვედრაში ბურდულმა მეორე ტაიმი ჩაატარა, ხოლო კოტბუსელებთან პირველი წუთებიდან მოედანზე გახლდათ. გერმანულმა კლუბმა უკრაინელებს პირველივე ტაიმში ოთხი გოლი გაუტანა, ბულგარელმა ანგელოვმა კი ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ლუგანსკელთა მეორე ქართველი ფეხბურთელი გიორგი ციმაკურიძე მინდორზე არ გამოჩენილა.
     
    ინგლისის თასზე "ქოვენთრი სიტისთან" მატჩში ცუდი თამაშის მიუხედავად უელსელმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა ზურა ხიზანიშვილს თავის გამოჩენის შანსი პრემიერლიგის მატჩშიც მისცა. ლანკაშირულ დერბიში "ბლექბერნმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ბოლტონი". ხიზანიშვილი 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ანდრე ოიერის ნაცვლად. "ბლექბერნს" მატჩის ბოლო წუთზე ჯეისონ რობერტსმა მოაგებინა. "ბლექბერნმა" 36 ქულით მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ხიზანიშვილმა ამ სეზონში პრემიერლიგის მეხუთე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
     
    რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, შესაძლოა, ყაზანის "რუბინი" ქართველ გოლკიპერ ნუკრი რევიშვილს გამოემშვიდობოს. რუსთა ცნობით, ყაზანელებს სურთ ამ პოზიციაზე ყველა მოთამაშის შეცვლა, რადგან მათით გასული სეზონით უმაყოფილონი იყვნენ. "რუბინმა" ორი გოლკიპერი უკვე შეცვალა, გუნდიდან წავიდნენ ლატვიის და თურქმენეთის ნაკრებების წევრები ალექსანდრ კოლინკო და პაველ ხარკინი. მათ ნაცვლად მივიდნენ, სერგეი კოზკო ("მოსკვა") და სერგეი რიჟიკოვი ("ლოკომოტივი"). კლუბის ხელმძღვანელებოა კიდევ ერთ გამოცდილ გოლკიპერს ეძებს. ამ შემთხვევაში კი გუნდის დატოვება ნუკრი რევიშვილსაც მოუწევს.

     
    ნახვა: 1164 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 2.0/1 |
    სულ კომენტარი: 0
    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito