1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » ლეგიონერები
    ლეგიონერები
    10:12 AM
    ქართველმა ფეხბურთელებმა _ ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ამირან მუჯირმა, რომლებიც აზერბაიჯანული კლუბის, “ბაკის” შემადგენლობაში თურქეთში ემზადებიან, გერმანიის “კოტბუსთან” ამხანაგურ მატჩში ითამაშეს.
    როგორც აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა Azerifootball იუწყება, მატჩში, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, გოგობერიშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო მუჯირმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ქართველი ფეხბურთელები – ლევან მელქაძე და ლაშა ნოზაძე, ყაზახეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ყარაგანდის “შახტიორთან” ერთად, შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრნენ.
    ამის შესახებ, “შახტიორის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
    ყარაგანდის “შახტიორი”, რომლის მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილია, 22 იანვარს ამხანაგურ მატჩს მოსკოვის “დინამოს” დუბლებთან გამართავს, 25-ში - ბუქარესტის “დინამოს” ეთამაშება, ხოლო 28 იანვარს რუსეთის პირველი ლიგის კლუბ “როსტოვს” შეხვდება.ბაქოს “ნეფთჩის” ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ, თურქეთში ყაზახეთის “ქაირთთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში ორი გოლი გაიტანა.
    როგორც აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა Azerifootball იუწყება, ადამია მატჩის გმირი გახდა, ვინაიდან ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, როდესაც “ნეფთჩი” თამაშს 0:2-ს აგებდა, მან ჯერ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო შემდეგ ანგარიში სგაათანაბრა.
    “ქაირათთან” არ უთამაშია “ნეფთჩიში” სინჯებზე მყოფ თეიმურაზ ხარჩილაძეს, რომელმაც ბაქოელთა თავკაცის ანატოლი დემიანენკოს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
    ნახვა: 1218 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 0
    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito