1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » წარმატება
    წარმატება
    2:47 AM
    დღეს ლუქსემბურგში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებს 5:0 სძლია. ჩვენმა გუნდმა ხორვატი მწვრთნელის პეტარ სეგრტის ხელმძღვანელობით გასვლით შეხვედრაში პირველად იმარჯვა. ლუქსემბურგში, სტადიონ ”გრენგენვალდზე” გამართული მატჩი ქართველი ახალგაზრდების სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა.

     

    პირველი ნახევარი პეტარ სეგრტის გუნდმა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო! მე-20 წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნავალოვსკიმ ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში და მეკარისგან შორეულ ძელთან ეულად მყოფმა სანდრო კობახიძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

     

    30-ე წუთზე ბექა გოცირიძემ, შოთა გრიგალაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ, სტუმართა უპირატესობა გააორმაგა - 0:2.

     

    35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა, კონკრეტულად კი მირზა ბჟალავამ და ბექა გოცირიძემ ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს: გოცირიძემ მცველებს თავზე გადაუგდო ბურთი და ბჟალავა მეკარესთან პირისპირ დატოვა და მირზამაც კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ასევე თავზე გადაუგდო ბურთი და მესამე გოლი გაიტანა - 0:3.

     

    42-ე წუთზე ბექა გოცირიძემ დუბლი შეასრულა, 87-ე წუთზე კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტის ზაქარია ბელგარიშვილის პასის შემდეგ, ჰეთ-თრიქი მიითვალა - 0:5.

    ნახვა: 1352 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 0
    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito