1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » ქართველი ლეგიონერები
    ქართველი ლეგიონერები
    2:06 AM
    ზამთარი დადგა და ქართული ლეგიონის არეალიც დროებით შემცირდა. ამ უქმეებზე გამოვყოფთ, ალექსანდრე იაშვილის საგოლე პასს და კარგ თამაშს ბუნდესლიგაში და ავსტრიულ ბუნდესლიგაში გიორგი შაშიაშვილის "შტურმის" გალიდერებას.

    მორიგ ტურში ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა "კარლსრუეს" შემადგენლობას, მისი კლუბი კი სტუმრად "ბოხუმს" 2:2 დაუზავდა. იაშვილი მოედნის სიღრმიდან მოქმედებდა, ფრაისი კი ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იყო, მატჩის 24-ე წუთზე იაშვილის დარტყმული 14 მეტრიდან მეკარე რენომ ვერ შეიმაგრა და ჰაინალმა თავურით დაამატა, ამით ანგარიში 1:1 გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. მისთვის წლევანდელ სეზონში მე-11 მატჩში მეორე საგოლე გადაცემა იყო, იაშვილს ჯერ გოლი არ გაუტანია. "შპორტალმა" იაშვილს გუნდში საუკეთესო შეფასება - 2,5 ქულა დაუწერა.

    ლევან კობიაშვილი მალე გამოჯანმრთელდება და თამაშს შეძლებს, მანამდე მისმა კლუბმა "შალკემ" სტურმად ასევე 2:2 ითამაშა ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ. "კარლსრუე" 27 ქულით მეექვსე ადგილზეა, "შალკეს" ერთი ქულით ნაკლები აქვს და მეშვიდეა.

    მეორე ბუნდესლიგაში მცირე სასწაული მოახდინა იენის "კარლ ცაისმა", გუნდი სტუმრად 0:2-ს აგებდა პირველი ტაიმის შემდეგ "კაიზერსლაუტერნთან" და 3:2 მოგება შეძლო. ორივე გუნდი ცხრილის ქვედა მხარეს იმყოფება, ასე რომ, მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. "კარლ ცაისი" 13 ქულით ბოლოსწინა საფეხურზეა, ხოლო "კაიზერი", სადაც, შესაძლოა, ლევან ცქიტიშვილი ვიხილოთ, ორი ქულით მეტით მე-16 ადგილზეა. "კარლ ცაისის" სასტარტოში ითამაშეს გიორგი ონიანმა და ილია კანდელაკმა. 69-ე წუთზე კანდელაკი გამარჯვების გოლის ავტორმა პეტერსენმა შეცვალა. შინ ფრე ითამაშა ("ვეენთან" 1:1) დავით სირაძის "პადერბორნმა" და 11 ქულით უკანასკნელ ადგილზეა. სირაძეს, მოგეხსენებათ, ტვინის შერყევა აქვს. მოულოდნელად, "ოსნაბრიუკთან" 0:3 განადგურდა მათე ღვინიანიძის "მიუნხენი". 20 წლის ქართველს არ უთამაშია. პადერბორნთან" მატჩში მას მუხლი ეტკინა და ერთი კვირაა არც უვარჯიშია. "ლომები" 25 ქულით მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. "შპორტალმა" ონიანის გარჯა 3,5 ქულით შეაფასა, კანდელაკის - 4 ქულით.  

    კახა კალაძე და "მილანი" ამომავალი მზის ქვეყანაში იმყოფება, სადაც იტალიური გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, "რეჯინასთან" მატჩი სერია A-ის ეგიდით გადაიდო. ესპანეთში ჯერაც ველით ტრავმირებული შოთა არველაძის დებიუტს პრიმერაში, რაც, ალბათ, წლეულს არ მოხდება.

    საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ბლექბერნის" თავკაც მარკ ჰიუზს სურს ზურაბ ხიზანიშვილმა კონტრაქტი გააგრძელოს კლუბთან, მაგრამ ქართველ მცველს არაფრით ათამაშებს, გუშინ "ვესტ ჰემთან" მატჩში ხიზანიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.        

    შვეიცარიაში "თუნმა" ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა (17 ქულა) წელიწადი, შესვენებამდე ბოლო ტურში სანდრო იაშვილის გუნდმა "ლუცერნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა და ქულათა მარაგით გაუთანაბრდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შევიდა პირევლი გოლის ავტორ მილაიმ რამას ნაცვლად, იმ დროისთვის "თუნი" 2:0-ს იგებდა.

    უკრაინაში ჩემპიონატმა შეისვენა, ამ უქმეებზე თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გვაინტერესებდა - დონეცკში "მეტალურგი" "ნეფტიანიკს" მასპინძლობდა. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. სტუმართა შემადგენლობაში 72-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ გიგიაძე. ქართველმა ფორვარდმა ერთხელ დაარტყა საჯარიმოს ხაზიდან, თუმცა ბურთი ხარიხას გადაცდა. ახტირკელთა მთავარმა მწვრთნელმა კოსევიჩმა დაადასტურა, რომ გიგიაძის შეძენა "ზარიას" სურს, თუმცა ამისთვის საჭიროა "კრივბასთან" კომპენსაციის თანხაზე მორიგება, რადგან ვასო ისევ "კრივბასის" საკუთრებაა. კოსევიჩმა აღნიშნა, რომ კრივოი როგული კლუბის ხელმძღვანელობა კომპენსაციის რეალურ ფასს არ ასახელებს.

    ლევან მაღრაძის ლიმასოლის აპოლონმა დერბიში "არისი" დაამარცხა - 2:1. ამ მოგებით "აპოლონი" 22 ქულით მეოთხე ადგილზე გავდავიდა. ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. ლევან ქებაძის "ეთნიკოსი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ოლიმპიაკოსთან". ქებაძემ სრულად ითამაშა, ვეტერანმა ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო. კვიპროსის ჩემპიონატს თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" ლიდერობს
     
    Mamuli.Net
    ნახვა: 1415 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 1
    2012-03-26
    1. Katoko
    You've captured this perfectly. Thanks for tkaing the time!

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito