1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » განაჩენი ამერს
    განაჩენი ამერს
    0:02 AM
    საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო სამსახურის კომისიის ა.წ. 7 ნოემბრის დადგენილებით, თბილისის ფეხბურთის კლუბი "ამერი”, რომლის წარმომადგენლებმა, კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ ფოცხვერიამ, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ და ადმინისტრატორმა მამუკა კვანტალიანმა ა.წ. 5 დეკემბერს საჯაროდ, კლუბის სტადიონზე, თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან” ჩემპიონატის კალენდარული მატჩის დროს (როდესაც თამაში შეწყვეტილი იყო), დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შევიდნენ მოედანზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯებს, რასაც მოჰყვა კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით "ამერის” გუნდის მოედნიდან გაყვანა და კალენდარული მატჩის ჩაშლა.

     

    ჩემპიონატის სადისციპლინო დებულების 1.7 პუნქტის თანახმად, "ამერის” გუნდს ჩაეთვალოს დამარცხება 0:3, მეტოქე გუნდს "ვიტ ჯორჯიას” მიეკუთვნოს მოგება 3:0.

     

    "ამერის” კლუბი დაჯარიმდეს 5000 ლარით.

     

    "ამერის” კლუბის პრეზიდენტი ზურაბ ფოცხვერია მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დაჯარიმდეს 300 ლარით.

     

    ”ამერის” ადმინისტრატორი მამუკა კვანტალიანი დისკვალიფიცირებულია 2 თამაშით და დაჯარიმდა 300 ლარით.

     

    ”ამერის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე დისკვალიფიცირებულია 2 თამაშით და დაჯარიმდა 300 ლარით.

     

    ”ამერის” ფეხბურთელი ზურაბ ქვაჩახია დისკვალიფიცირებულია 3 თამაშით და დაჯარიმდა 400 ლარით.

     

    ”ამერის” ფეხბურთელი გიორგი ელბაქიძე დისკვალიფიცირებულია 2 თამაშით და დაჯარიმდა 300 ლარით.
     

    სპფლ-ის პრესცენტრი

    ნახვა: 1255 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 0
    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito