1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » პორტუგალია 0:0 საქართველო
    პორტუგალია 0:0 საქართველო
    7:49 AM
    დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ბეჟაში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან. დღევანდელი მატჩი, ისევე როგორც გუშინწინდელი, ფრედ 0:0 დასრულდა.

     

    საქართველოს ნაკრებმა კვლავ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი ისევ და ისევ დაცვის ხაზმა. კვლავ საიმედოდ მოქმედებდნენ მეკარე ნადირაძე და ცენტრალური მცველები მირცხულავა და ფუტკარაძე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ პორტუგალიელ ყმაწვილებს სტუმართა კართან საგოლე მომენტი არც ამ მატჩში შეუქმნიათ.

     

    ქართველმა ჭაბუკებმა 69-ე წუთზე წესების სრული დაცვით გაიტანეს გოლი - მეკარესთან პირისპირ გასულმა ირაკლი შეყილაძემ შეძლო მასპინძელთა კარის დალაშქვრა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 28-ე წუთზე ძალამიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ელიზბარაშვილის თავური დარტყმა პორტუგალიელთა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. 59-ე წუთზე ძალამიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა - ბურთი ძელს მოხვდა. 65-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა შეყილაძე, რომელმაც მცირედით ააცილა.

     

    ამ შეხვედრას კვლავ დაესწრო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი პეტარ სეგრტი: ”ორივე თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ქების ღირსი კი მეკარე და მცველები არიან - ორივე მატჩში მათ ჩინებულად ითამაშეს. ამ ნაკრებში ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან და მჯერა, ეს ბიჭები გაისად ძალიან ძლიერად ათამაშდებიან. მსურს ამ ორ მატჩში თავდადებული თამაშისთვის მათ მადლობა გადავუხადო.”

     

    * * * 

    ამხანაგური მატჩი. 6 დეკემბერი, 2007. პორტუგალია, ბეჟა, ”ფერნანდო მამედი”. 100

    პორტუგალია 0:0 საქართველო

    საქართველო: გ.ნადირაძე (კაპ), ბ.ამაშუკელი, ბ.მირცხულავა, მ.ფუტკარაძე, მ.მამულაძე, ნ.ძალამიძე, გ.ჩელებაძე, ლ.ელიზბარაშვილი, ნ.ჯიშკარიანი (კ.გაბაშვილი 77), ი.შეყილაძე, თ.ჯიმშელეიშვილი

    მსაჯი: ლ.კოსტა სანტუში (პორტუგალია)

    ნახვა: 1174 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 0
    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito