1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » პორტუგალია 0:0 საქართველო
    პორტუგალია 0:0 საქართველო
    1:55 AM
    დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ კასტრო ვერდეში პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებთან. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.  

    საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით დაცვის ხაზმა. გამოსარჩევია ჩვენი გუნდის კაპიტნის, მეკარე გიორგი ნადირაძის და მცველების - ბაქარ მირცხულავას და მინდია ფუტკარაძის ჩინებული თამაში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მასპინძლებს საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ანგარიშის გახსნა ქართველ ფეხბურთელებს ორჯერ შეეძლოთ: მე-10 წუთზე ირაკლი შეყილაძე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა პორტუგალიელთა საჯარიმოში და ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი სულ მცირედით აცდა მასპინძელთა კარს. 77-ე წუთზე, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მანვე ორი მცველი მოატყუა, თუმცა პორტუგალიელთა მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი შესანიშნავი ნახტომით მოიგერია. დამატებაზე კონსტანტინე გაბაშვილს მცველებმა აჯობეს.

     

    მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი პეტარ სეგრტიც დაესწრო: ”ქართველმა ჭაბუკებმა ჩინებულად ითამაშეს, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებაა აღსანიშნი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭების სახით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი ფეხბურთელები ეზრდება.”

     

    მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ზეგ, 6 დეკემბერს ჩაატარებს ქალაქ ბეჟაში, სტადიონ ”ფერნანდო მამედზე”. მატჩი თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

     

    ამხანაგური მატჩი. 4 დეკემბერი, 2007. პორტუგალია, კასტრო ვერდე, ”25 აპრილი”. 100

    პორტუგალია 0:0 საქართველო

    საქართველო: გ.ნადირაძე (კაპ), ბ.ამაშუკელი, ბ.მირცხულავა, მ.ფუტკარაძე, მ.მამულაძე (ზ.სიხარულია 68), ნ.ძალამიძე (გ.ხარლამოვი 73), გ.ჩელებაძე (ლ.ელიზბარაშვილი 41), ნ.ჯიშკარიანი (ი.გულუა 53), ი.შეყილაძე, გ.ვაშაკიძე (კ.გაბაშვილი 53), თ.ჯიმშელეიშვილი

    მსაჯი: ჟ.პერედა (პორტუგალია)

     

    სფფ-ის პრესცენტრი

    ნახვა: 1156 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 1
    2012-03-28
    1. Deepak
    That's what we've all been watinig for! Great posting!

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito