1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » სკანდალი
    სკანდალი
    10:33 AM
    ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი სკანდალი ელის, საქმე კვლავ მატჩების ჩაწყობას ეხება. პირველად საზოგადოებას სკანდალი გერმანულმა "შპიგელმა" აუწყა. შაბათის "შპიგელი" იუწყება, რომ უეფა იწყებს ახალ გამოძიებას, რომელიც ევროთასების 29 მატჩს შეეხება, რომელთაგანც ყველაზე ადრეული 2005 წლის შეხვედრაა. გერმანული ჟურნალის მტკიცებით საქმე უმთავრესად სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კლუბებს შეეხება, მათ შორის კი კონკრეტულად ბულგარეთი, საქართველო, სერბეთი, ხორვატია და ბალტიის ქვეყნები დასახელდა. უეფამ უკვე გადასცა 96-გვერდიანი დოსიე ევროპოლიციას, საქმეში კი აზიური სათამაშო ბიზნესის მაფიაც ჩანს გარეული. ევროპოლი იძიებს სხვა საკითხებსაც, რომელიც ტოტალიზატორების მეშვეობით პროსტიტუციით, იარაღის გაყიდვით და ნარკოტიკებით ნაშოვნი ფულის გათეთრებას ეხება.

    სხვა ცნობებით, საუბარია არა 29 მატჩზე, არამედ 15-ზე, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ამ შემთხვევაშიც მოხსენიებულია საქართველო. უეფას წარმომადგენელმა ტომას ჯორდანომ "ჩენელ 4"-ს განუცხადა: "ჩვენ გვაქვს გამაფრთხილებელი სისტემა აწყობილი, როცა საბუკმეკერო კომპანიები  რაიმე საეჭვოს ამჩნევენ რომელიმე მატჩთან დაკავშირებით, ისინი ამის შესახებ ჩვენ გვატყობინებენ. ეს არის ერთობლივი გამოძიება ჩვენი და ევროპოლის სადიციპლინო კომიტეტის. ევროპოლს ჩვენზე მეტი ძალაუფლება აქვს, ხალხის დაკითხვის და ინფორმაციების შეგროვების კუთხით".

    ერთი კვირის წინ უეფამ დაიწყო გამოძიება ინტერტოტოს თასის მატჩზე, ბულგარულ "ჩერნო მორესა" და მაკედონიის "მაკედონიას" შორის მატჩზე, რომელიც ბულგარულმა გუნდმა 4:0 მოიგო. "ჩერნო მორეს" ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ ამ მატჩში რაიმე კანონგარეშე ჩაიდინა კლუბმა. ინგლისური ფეხბურთიუს ასოციაციის წარმომადგენელმა გრემ ბემ განაცხადა, რომ რადგან უეფამ საქმე პოლიციას გადასცა, ესე იგი ამ ორგანიზაციას სერიოზული მტკიცებულებები აქვს, რომ ის 15 მატჩი ჩაწყობილი იყო.

    გუშინ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმაც დაასატურა, რომ გამოძიება დაწყებულია. "უეფა და ევროპოლი ერთობლივად იძიებს 15 მატჩის საკითხს. ამის შესახებ ევროკავშირთან სერიოზული დისკუსიები გვქონდა 28 და 29 ნოემბრის ბრიუსელის კონგრესზე. მე მიყვარს ფეხბურთი და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად". როგორც ჩანს, საბოლოოდ მხოლოდ 15 მატჩზე კეთდება აქცენტი, რომელიც წლევანდელი სეზონისაა, უეფას სპეციალური განაცხადის თანახმად მათში ერთიც არაა ევრო-2008 წლის საკვალიფიკაციო შეხვედრა. როგორც ჩანს, ამ მატჩებზე ფსონების მაქინაციით აზიურმა სინდიკატმა მილიონობით დოლარი იშოვნა. ინგლისური "თაიმსი" ახსენებს 2004 წლის უეფას თასის მატჩს თბილისის "დინამოსა" და ბერძნულ "პანიონიოსს" შორის, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა, მაშინ ამ შეხვედრამ საბუკმეკერო კანტორებში უჩვეულოდ ბევრი ადამიანი დააინტერესა. უეფას გამოძიება არ დასრულებულა და მას საბოლოო ვერდიქტი ამ თამაშზე არ გამოუტანია - წერს "თაიმსი". თუმცა ფაქტია, რომ ახალ სკანდალს ეს მატჩი არ ეხება, რადგან საუბარია 2005 წლის და მის მერე გამართულ საეჭვო მატჩებზე.

    ნახვა: 1158 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 4.0/1 |
    სულ კომენტარი: 1
    2012-03-26
    1. Rafael
    At last! Someone with the isnihgt to solve the problem!

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito