1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » კანკავა - 700
    კანკავა - 700
    10:28 AM
    ჯაბა კანკავამ "დნიპროს" რიგით მე-700 გოლი გაიტანა უკრაინის ჩემპიონატში და ზამთრის შესვენებაზე გუნდი ლიდერად გაიყვანა. ზედიზედ მეორე კვირაა ქართული ლეგიონის უქმეების გმირი ნაკრების საყრდენი ნახევარმცველია, რომელმაც ნოემბერში  ნაკრებში და კლუბში უბადლოდ ითამაშა.

    ნაკლებად ელეგანტური, მაგრამ ეფექტური

    ამ სეზონში სერია A-ში მეათედ მოირგო "მილანის" შავ-წითელი მაისური კახა კალაძემ, მისი გუნდი "იუვენტუსს" დაუპირისპირდა, შეხვედრაში გოლები არ გასულა - 0:0. მატჩის შემდეგ "იუვენტუსის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ აღნიშნა, რომ ვინჩენცო იაქუინტა ალესანდრო ნესტამ და კახა კალაძემ პირწმინდად დაჩაგრეს. ბუფონმა ერთხელ კალაძის დარტყმა კუთხურზე მოიგერია. TGCOM-მა კალაძის გარჯა 6 ქულით შეაფასა: "ნაკლებად ელეგანტური იყო დაცვის ცენტრში ვიდრე მისი მეწყვილე ნესტა, თუმცა ისეთივე ეფექტური. ერთხელ ტრეზეგე დაუძვრა, სხვა მხრივ თავს კარგად ართმევდა ამოცანას და ერთი-ორჯერ სერჟინოც დააზღვია მარცხენა ფლანგზე". "დატასპორტმაც" ექვსიანი დაუწერა ქართველ მცველს. "ლა ვოკემ" კალაძის თამაში 7,5 ქულა დაუწერა, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ნესტას ჰქონდა - 8.  

    სამნახევარი ქართველებს

    ბუნდესლიგის მე-15 ტურმაც წინას მსგავსად უქართველოდ ჩაიარა, ლევან კობიაშვილი დიდი ხანია ტრავმირებულია, ალექსანდრე იაშვილმა კი მოირჩინა ინფექცია, მაგრამ ჩვენებური მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით დააკმაყოფილეს. იაშვილის გუნდი კი სტარტზე მოპოვებულ უპირატესობას ნელნელა თმობს, "კარლსრუე" კოტბუსის "ენერგის" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "შალკემ" ლევან კობიაშვილის გარეშე 1:0 დაამარცხა "ბოხუმი". "კარლსრუეს" 26 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მას კვალში "შალკე" მიჰყვება 25 ქულით.

    იენის "კარლ ცეისმა" მეორე გამარჯვება იზეიმა და დროებით თავი დააღწია ბოლო ადგილს, სამი ქართველი ლეგიონერის გუნდმა შინ "აუე" დაამარცხა - 2:1. გიორგი ონიანმა დაცვის ცენტრში, ხოლო ილია კანდელაკმა ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე 90-90 წუთი ითამაშეს, ონიანმა ყვითელი ბარათი მიიღო. გუშინ მათე ღვინიანიძის "მიუნხენმა" დავით სირაძის "პადერბორნს" უმასპინძლა, მატჩში გოლები არ გასულა, სირაძე საქართველოშია და ტვინის შერყევას მკურნალობს, მათემ 90 წუთი ითამაშა. "მიუნხენი" 25 ქულით მეექვსე ადგილზეა, "პადერბორნი" კი კვლავ დაეწია "კარლ ცაისს". "შპორტალმა" სამივე ჩვენებური 3,5 ქულით შეაფასა. კვლავ სათადარიგოობას დასჯერდა ოთარ ხიზანეიშვილი, რომლის "ფრაიბურგი" 29 ქულით მეორე ადგილზეა.       

    შაშიაშვილი უკვე მეორეა

    ზურაბ ხიზანიშვილისთვის "ბლექბერნის" უელსელმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა ვერც ამჯერად გამოძებნა მატჩის განაცხადში ადგილი, "ბლექბერნმა" უმისოდ აჯობა "ნიუკასლს" 3:1. ავსტრიაში მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაიტანა "შტურმმა" გამარჯვების გოლი და "მატერსბურგი" 2:1 დაამარცხა. გრაცელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გიორგი შაშიაშვილმა, მისი კლუბი კი 33 ქულით ავსტრიულ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გადავიდა. მეორე ბუნდესლიგაში ფეხბურთს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული მირზა ბჟალავა, მირზამ ვენის "აუსტრიის" სამოყვარულო გუნდთან მატჩში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. ლუშტენაუს "აუსტრია" კი 1:2 დამარცხდა და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. შვეიცარიაში სანდრო იაშვილმა მე-60 წუთამდე ითამაშა "ბაზელს" წინააღმდეგ თუმცა მის დაცვას ვერაფერი დააკლო, საბოლოოდ "თუნი" 0:2 დამარცხდა და 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.    

    ალადაშვილს ჯაფა წყალში ჩაუყარეს

    უკრაინის ვიშა ლიგა ზამთრის პაუზაზე გავიდა, მე-18 ტურში გადაიდო ლიდერ "შახტარის" მატჩი, რითაც უმალ ისარგებლა "დნიპრომ" - დონეცკში ადგილობრივი "მეტალურგი" 3:0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადავიდა. სასიხარულოა, რომ ზედიზედ მეორე ტურია გოლი ჯაბა კანკავას გააქვს, ქართველმა ლეგიონერმა 48-ე წუთზე სამოდინის პასით ისარგებლა, საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 2:0 გახდა. ქართველის გოლი "დნიპროსთვის" საიუბილეო, მე-700 აღმოჩნდა უკრაინის ჩემპიონატში. ჯაბა კანკავა ძალზე აქტიური იყო, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში, როდესაც ერთი-ორჯერ სახიფათოდ მოაწოდა კუთხური. სეზონში ჯაბას სამი გოლი დაუგროვდა და უკრაინაში მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა ბომბარდირი გახდა, არადა მათი დიდი ნაწილი ფორვარდია, ჯაბა კი საყრდენი ნახევარმცველი.

    კახა ალადაშვილის და ოთარ მარცვალაძის "ზაკარპატიე" უჟგოროდში დამარცხდა "მეტალისტთან" (0:1), ამით დასავლეთუკარინული კლუიბი ბოლო ადგილზე გადავიდა. მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა კახა ალადაშვილი, მაგრამ ქართველ მარჯვენაფლანგელს შრომა წყალში უკანასკნელ წუთზე ჩაეყარა, როდესაც სტუმრებმა უნაკლოდ შეასრულეს საჯარიმო დარტყმა. რაც შეეხება ოთარ მარცვალაძეს, ის მხოლოდ ბოლო 8 წუთით გამოჩნდა მოედანზე. სტუმართა ფორვარდი ლაშა ჯაკობია არ გამოჩენილა, სავარაუდოდ, მისი ხარკოვული კარიერა დასრულდა.

    ახტირკაში ორი ვეტერანი ქართველი ფორვარდის გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს, ვასილ გიგიაძის "ნეფტიანიკი" და გიორგი დემეტრაძის "არსენალი". ორივეს ერთნაირი პრობლემები აქვთ, დაბალი შედეგიანობა (გიგიაძეს საერთოდ არ გაუტანია გოლი) და სასტარტოში მოხვედრის პრობლემები. გიგიაძე კვლავ სათადარიგო იყო, აი, დემეტრაძეს კი ამჯერად ენდნენ, თუმცა 55-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და უკანასკნელ ადგილს თავი დააღწიეს. "ზარია"-"შახტარი"გადაიდო. გუშინ დავით კვირკველიამ მეორე ტაიმში ითამაშა "ხარკივთან" 1:0 მოგებულ მატჩში.

    ნახვა: 1112 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 1
    2012-03-26
    1. Choliq
    If your articles are awlyas this helpful, "I'll be back."

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito