1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52    
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32   
8  ბორჯომი  31 
11 ლოკომოტივი 27
  10 სპარტაკი 20  
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
ნავიეგაცია
კატეგორიებ ი

ავტორიზაცი ა
ძიება
მეგობარი საიტები

    საიტის სტა ტისტიკა
    მთავარი » ინტერვიუ
    ინტერვიუ
    1:28 AM
    გაზეთ ”სარბიელის” დღევანდელ ნომერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

     

     

    რას იტყვით მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე? ყველაზე მეტად რომელი გუნდი არ გსურდათ მეტოქედ?

    საკმაოდ ძლიერ და ამავე დროს საინტერესო ჯგუფში მოვხვდით. ერთადერთი მეტოქე, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ამ შესარჩევში არ მსურდა, იტალიაა. ამ გუნდს ორჯერ ვეთამაშეთ, გამოვცადეთ მათი სიძლიერე და, რაც მთავარია, ისინი ხომ ჩემპიონები არიან.

     

    როგორც ვიცით, ძალიან გინდოდათ გერმანია შეგხვედროდათ. გაწბილებული ხომ არ დარჩით?

    მართლა ძალიან მსურდა გერმანიის წინააღმდეგ თამაში და ცოტა არ იყოს, მართლაც გაწბილებული დავრჩი, ისევ იტალია რომ შეგვხვდა.

     

    როგორ ფიქრობთ, რეალურია ამ ჯგუფიდან გასვლა?

    წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ორი წლის შემდეგ. ნაკრებში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. მეტოქეებად კი საკმაოდ ძლიერი გუნდები გვყავს. ასე რომ, თავდადებული მუშაობა მოგვიწევს, რათა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში წავიდეთ.

     

    ჯგუფის კალენდარზე როდის შეთანხმდებით?

    შეხვედრა, ალბათ, იანვარში გვექნება. მე უკვე მაქვს სასურველი კალენდარი შედგენილი, რომელსაც ჯგუფის სხვა წევრებს გავაცნობ, ისინიც, თავის მხრივ, მათთვის მისაღებ გეგმას წარმოადგენენ და ალბათ, ყველას აზრის გათვალისწინებით, კალენდრის საბოლოო სახეზეც შევთანხმდებით.

     

    შესარჩევ ეტაპამდე რამდენ ამხანაგურ თამაშს გეგმავთ?

    ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა მეტოქეებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

     

    ნინო სილაგაძე

    გაზეთი ”სარბიელი”. 2007 წლის 29 ნოემბერი

    ნახვა: 1126 | დამატებულია: geofootball-ს მიერ | სიახლის რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 1
    2012-03-28
    1. Vasanth
    One or two to rememebr, that is.

    Name *:
    Email *:
    Code *:
    შემქმნილია Panskito-ს მიერ 2007 წელს
    GeoFootball.Ucoz.Co.Uk
    Site managed by uCoz And by Panskito